ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი,
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა...
გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა, მამას თვალს არ აშორებდა!
მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით.
ის უცნობი ძაღლს უმზერდა, ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს, გოგო - მამას, მამა იმ ქალს შეჰყურებდა...
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი,
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი!
ვახტანგ ჯავახაძე.
|
აქ გაეცნობით თანამედროვე (და არა მარტო თანამედროვე) ლიტერატურას. ბლოგი მათთვისაა შექმნილი, ვისაც კითხვა იტაცებს. შეგხვდებათ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლებისა და პოეტების ნამუშევარი, რითაც იმედია ისიამოვნებთ.აგრეთვე, ბლოგი საგანმანათლებლო დანიშნულებისაა. გისურვებთ წარმატებებს!
Wednesday, February 3, 2016
კარუსელი
უხერხულია შენ გერქვას ცოლი
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი.
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი -
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
რა ჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად ჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე-მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე-მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:
ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...
ტარიელ ჭანტურია |
ტანო ტატანო
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!
ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)
|
Subscribe to:
Posts (Atom)