Monday, April 4, 2016

ეს ჩემი ფოტოა


ადრეა გადაღებული.
თავიდან გეგონება
გადღაბნილი სურათი:
ბუნდოვანი ხაზებით და ნაცრისფერი
ლაქებით,
ქაღალდს რომ შერევია;
უფრო კარგად რომ დააკვირდები,
მარცხენა კუთხეში შეამჩნევ რაღაცას,
რაც ტოტს ჰგავს: (ფიჭვოვანი ან წიწვოვანი)
ხის გამოჩრილ ნაწილს,
ხოლო მარჯვნივ, ოდნავ ზემოთ,
სავარაუდოდ დახრილ ფერდობზე
პატარა ფიცრული დგას.
უკან, ფონზე, ტბა ჩანს,
უფრო შორს კი, რამდენიმე გორაკი.
(ფოტო გადაღებულია
მეორე დღეს ჩემი დახრჩობიდან.
მე ტბაში ვარ, სურათის ცენტრში,
სწორედ ზედაპირის ქვეშ.
რთული სათქმელია ზუსტად,
სად ვარ, ან
რამდენად დიდი ვარ ან პატარა:
შუქს წყალი ერევა და
გამოსახულებას ამახინჯებს.
მაგრამ თუ საკმარისად დიდხანს
დააკვირდები,
ბოლოს და ბოლოს
შეძლებ, დამინახო მე.)





მარგარეტ ეტვუდი.

No comments: