ღმერთმა გიბოძა ეგ კალამი სიტყვის საჭრეთლად...
და მოგინიშნა ხელდადებით ფიქრთა საბადო,
შენ სულიწმინდა გზმანებია ღია სარკმელთან
და უფალს უთქვამს: ,,უკვდავება უნდა დაბადო.''
ფრთაშესხმულია ღმერთთა ენა ყველა სტრიქონში
და მხარგაშლილი მიმოიფრენს საოცარ ტაეპს...
არცა შენამდე, არ შენს შემდეგ, ქორონიკონით,
ძე-ხორციელი არ სწვევია შენს აზრთა ტრაპეზს.
იქმნა გრძნეული ფიქრისა და გრძნობის კვეთება
და ამოევლო გულისცრემლში შენი კალამი...
ბაგეს დასდინდა მოკამკამე წყაროს წვეთებად
ტკბილხმოვანებით ნაზავები სიტყვის ბალზამი.
მუზის ქალღმერთად შენს წინაშე იდგა თამარი!
რაინდთა ქედნი იხრებოდნენ წინაშე მისდა...
და იყო მოძმე-მოძმისათვის მბრძოლი თამამი
და სიყვარული იგებოდა გზადა და ხიდად.
შენ იყავ უფლის მცნებისა და სიბრძნის გამტარი
და ნება მისი წარმოდინდა აიაზმებად...
ეჰე, მგოსანო, ერი შენი კვლავ ყრუ რად არი?
რად ვერ აღმოფხვრეს კაცთ სიურჩე აფორიზმებმა?
დამარხული არს საიდუმლო ქართველთ ანბანში...
შენ კი, ხელთ გეპყრა უფლისაგან, სიტყვის სადავე,
შენ მიიძინე ერთი ღამით სიბრძნის ტაძარში,
როს გაიღვიძე, უკვდავება ქვეყნად დაბადე!

ხათუნა შავგულიძე
No comments:
Post a Comment