Monday, December 21, 2015

ჩუმად

ჩუმად არაკუნე დარდის სარეკელა,
ჩუმად იწვიმე და ჩუმად იავდარე...
მთვარეს მიაბარე, მთვარე შეგინახავს
გრძნობის სიწრფელეს და სულის სიანკარეს.
ქარს ნუ მიენდობი, ქარი ოხერია,...
წავა, დაარიგებს ჭორებს მინდორ-მინდორ...
მხრებზე შემოიდგი ფიქრის კიდობნები,
ბოლო სამყოფელთან ჩუმად გადაზიდო.
ჩუმად ჩამოჰკარი სევდის ზანზალაკებს,
ჩუმად გადალახე ყველა ბარიერი...
ჩუმად იგალობე უფლის სადიდებლად,
ჩუმად იღიღინე „მრავალჟამიერი“.
 
მარიამ კოზმანიშვილი

No comments: