Sunday, January 31, 2016

ნისლები

რაღაც ეს ცხოვრება ძაან გაიაფდა,
"ძაან" - ამ სიტყვასაც ამახსნევინებენ,
ახლა იჩუქებდა ქრისტეს კაიაფა,
ჩემი გადარჩენა,
ღმერთო,
შენ ინებე.

აქ კვლავ ძველებურად გზები იხლართება,
ერთხელ დაეცი და ასჯერ ჩაგქოლავენ,
მაგრამ -
დასახატი მაინც იხატება,
ჰოდა,
ეს ნისლებიც მთებზე კვლავ ბოლავენ.

მიყვარს ნისლები და ცუდად არ გამიგოთ,
აგერ დამეჯახა ვიღაც გაქონილი,
წვიმამაც რომ არა და არ გადაიღო,
მეც მერამდენედ ვთქვი ასჯერ გაგონილი.

ჰოდა,
ეს "ჰოდებიც" უშნოდ ავიხირე,
ვიცი,
ახლა ჩრდილი უნდა გადავიცვა,
როგორც ერთი კაცი,
ისე გავიხიდე,
შუაში ვარ მე და -
ირგვლივ ცა და მიწა.

ნიკა ჩერქეზიშვილი

1 comment:

Unknown said...

მიყვარს ეს ლექსი