ლოგინზე
პირქვე რომ დავეგდები
და სახეს რომ
ბალიშში ჩავრგავ
და ხელებს რომ
გვერდით დავიყრი,
იცი,
ვის ვბაძავ?
ყარყატსა ვბაძავ,
ჩემო კარგო,
მონადირემ რომ ჩამოაგდო
ჩემს ბავშვობაში.
ასე დაასკდა იგი მიწას
თავმოწყვეტილი,
ასე წარგო თავი
წვიმაგამჯდარ ნახნავში,
ასე დაყარა ფრთები,
ასე დალია სული.
ბესიკ ხარანაული.
No comments:
Post a Comment