Saturday, December 31, 2016

* * *


 თვალები ათასგზის დახრილნი დაბლა და
რიგითი აკრძალვის შემკრთალი ღიმილი,
მზერების უსახურ სახეზე დაბმა და
ლავიწთან ბორძიკით წაქცევა ტკივილის.
ცრემლისთვის ხელისკვრა თითქოსდა შიგნიდან,
თითები____სიგარეტს გაწვდიან ღერებით,
წიხლს იღებ,...ათასის ნაპირალს ჭიქიდან
ბოღმას სვამ,თვრები და ნაწიწკნი ნერვები:
ლაგდება ვით სივრცე ქარების მერმისი,
ოთახში ჭლექის და კვდომების სუნია,
ვინ უნდა შეგეხოს ბინძურად,მე მისი...,
როდესაც სიკეთის დანახვა გწყურია.
სიცოცხლის დეფიციტს კრიტიკის მდევრები,
ფერს და სუნს წუნს დებენ და უფრო მოკლდება
უჩვენო დღეები,არყოფნის მძევლები
გადის და რომელი ჩვენგანიც მოკვდება;
იმაზე ზედიად ფრაზებით დაწერენ,
თუ არ და,სულ მცირე ცინიზმით იტყვიან,
,,რაღაცა დამთავრდა ვითომცდა მის მერე:
არ გვესმის ასეთნი რაისთვის იღწვიან?!"
მე,ან შენ...რომელიც ვიდგებით უტეხად
ამგვარი უცხვირო ესკიზის პირისპირ,
რბილად და მკაფიოდ...ძალიან სიმშვიდით
ვთქვათ რომ ჩვენ ვფიქრობდით ერთურთზე ძილისწინ.

თეო ბერუჩაშვილი

No comments: