გარეთ რა სპეტაკი სურნელია,
სულში რა დასვრილი ნაბიჯები,
ახლა ამინდივით სულელია
ნდომა წამიერი გაგიჟების.
ხალას შესუნთქვების სიჟრიალეს
ზეწრის სურნელი აქვს გაფენილის,
ყრმობა სველი ციგით მისრიალებს,
ცისკენ ნაადრევად აფრენილი.
ისე სათუთია წყურვილები,
ისე დამსჯელია სიმარტოვე,
თუ არ წაგიბილწეს სურვილები
თავთან მარტო თუ არ მიგატოვეს:
მართლა ვერ ისურვებ ერთობას და
სივრცე ჩაგისუნთქავს ჰაერივით,
ვგრძნობდი ფანტელების მეტობას და
მათ კი მისამართი აერიათ.
თოვლს რომ მოისესხებ ამ ზამთარში
ხიბლი იმ ცოტას აქვს ნაწილადებს,
თითქოს ღუმელთან და თბილ კალთაში
დედა დროზე ადრე მაძინებდეს.
ისე გადავეშვი ოცნებაში,
ლამის არსებობა აყირავდეს,
წამო,თბილი გრძნობა მომე მაშინ
სანამ კაცის ფეხი აზილავდეს.
თეო ბერუჩაშვილი
სულში რა დასვრილი ნაბიჯები,
ახლა ამინდივით სულელია
ნდომა წამიერი გაგიჟების.
ხალას შესუნთქვების სიჟრიალეს
ზეწრის სურნელი აქვს გაფენილის,
ყრმობა სველი ციგით მისრიალებს,
ცისკენ ნაადრევად აფრენილი.
ისე სათუთია წყურვილები,
ისე დამსჯელია სიმარტოვე,
თუ არ წაგიბილწეს სურვილები
თავთან მარტო თუ არ მიგატოვეს:
მართლა ვერ ისურვებ ერთობას და
სივრცე ჩაგისუნთქავს ჰაერივით,
ვგრძნობდი ფანტელების მეტობას და
მათ კი მისამართი აერიათ.
თოვლს რომ მოისესხებ ამ ზამთარში
ხიბლი იმ ცოტას აქვს ნაწილადებს,
თითქოს ღუმელთან და თბილ კალთაში
დედა დროზე ადრე მაძინებდეს.
ისე გადავეშვი ოცნებაში,
ლამის არსებობა აყირავდეს,
წამო,თბილი გრძნობა მომე მაშინ
სანამ კაცის ფეხი აზილავდეს.
თეო ბერუჩაშვილი
No comments:
Post a Comment